ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესი იყო მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. თუ რა უნარ ჩვევები და ცოდნაა საჭირო პროექტის მომზადების დროს. შემიძლია დავგეგმო და წარვმართო პროექტი ისე, რომ გავითვალისწინო ყველა მოსწავლის შესაძლებლობები და შედეგი მიღწეული იყოს ესგ-დან გამომდინარე, პროცესი იყოს საინტერესო და მიზანი მიღწევადი? მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს და არა მარტო მოსწავლეს არამედ პირადად მეც კლველაზე დაფუძნებული სწავლების, ელექტრო რესურსების გამოყენების და "21-ე საუკუნის" უნარ-ჩვევები.
უკვე დიდი ხანია აქტიურად ვიყენებ ისტ სასწავლო პროცესში მაგრამ ვხვდები რომ შესაძლებლობები რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვთავაზობს ამოუწურავია. მსურს უფრო მეტი ვისწავლო და უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად გამოვიყენო ეს რესურსები, რომ სწავლების პროცესი გავხადო უფრო საინტერესო და შედეგიანი მოსწავლეებისთვის. ამისათვის დამჭირდა მეტი ცოდნა და გამოცდილების შეძენა, რაშიც დამეხმარება აღნიშნული ტრენინგი. ის ვფიქრობ დროული და აუცილებელია ჩემი მომავალი საქმიანობისათვის, ჩემი თვითგანვითარებისათვის.
მე დღეს გავიგე რომ "ინტელი" გვთავაზობს უამრავ რესურსს, რომელსაც ვერ ვიყენებდი, რადგან არ ვიცოდი მის შესახებ, ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მასალები საინტერესოა და ვფიქრობ შევძლებ აქტიურად ჩავერთო და მაქსიმალურად გამოვიყენო დრო საჭირო ცოდნის და გამოცდილების მისაღებად
18.11. 2014 წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий