среда, 26 ноября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია



   ტრენინდის დღე დავიწყეთ წყვილებში მუშაობით, ერთმანეთს გაუზიარეთ სასწავლო პროექტის გეგმის შინაარსი, გავეცანი შეფასების  სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და გამოყენების  შეფასების სტრატეგიებს. შევქმენით ერთ-ერთი ნიმუში.



понедельник, 24 ноября 2014 г.

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია



დღეს ტრენინგზე  კიდევ ერთხელ დავფიქრდი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტის  ეფექტურად დაგეგმვას, მიზნების და სტანდარტების შერჩევას. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების სწორად  ფორმულირებას,
 გავეცანი 21- საუკუნის  უნარ-ჩვევების სიტყვებს.
მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სასწავლო პოექტის დაგეგმვის დროს.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • როგორ შეიქმნა სამყარო?


თემატური კითხვები
  • რომელი  აღმოჩენის შემდეგ  შეიცვალა სამყარო?
  • როგორ  შეიძლება შეიცვალოს სამყარო კიდევ?


შინაარსობრივი კითხვები
  • როგორ შეცვალა სამყარო ევას, ნიუტონის და სტივ ჯობსის ვაშლმა?


среда, 19 ноября 2014 г.

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია



   მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო, სკოლაში ბოლო ზარის ღონისძიებისთვის გავაკეთე მოსაწვევი ბუკლეტები და ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, დღეს კი გავიგე რომ თურმე სულაც არ არის ძნელი და ძალიან მარტივად შემიძლია დავამზადო ბუკლეტები. ერთმანეთს გაუზიარეთ იდეები პროექტის თემის შესახებ. მივიღე საშინაო დავალება რომლის შესრულება ვფიქრობ არ უნდა გამიჭირდეს. ყოველი სიახლე ჩემს მოტივაციას უფრო ამაღლებს მსურს საინტერესო პროექტი გავაკეთო.

вторник, 18 ноября 2014 г.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

            

  ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ საინტერესი იყო  მე კიდევ ერთხელ დავფიქრდი საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. თუ რა უნარ ჩვევები და ცოდნაა საჭირო პროექტის მომზადების დროს.  შემიძლია დავგეგმო და წარვმართო პროექტი ისე, რომ გავითვალისწინო ყველა მოსწავლის შესაძლებლობები და შედეგი მიღწეული იყოს ესგ-დან გამომდინარე,  პროცესი იყოს საინტერესო და მიზანი მიღწევადი? მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს და არა მარტო მოსწავლეს არამედ პირადად მეც კლველაზე დაფუძნებული სწავლების, ელექტრო რესურსების გამოყენების   და "21-ე საუკუნის" უნარ-ჩვევები.
 უკვე დიდი ხანია აქტიურად ვიყენებ ისტ სასწავლო პროცესში მაგრამ ვხვდები რომ შესაძლებლობები რასაც თანამედროვე ტექნოლოგიები  გვთავაზობს ამოუწურავია. მსურს უფრო მეტი ვისწავლო და უფრო აქტიურად და მიზანმიმართულად  გამოვიყენო  ეს რესურსები, რომ სწავლების პროცესი  გავხადო  უფრო საინტერესო და შედეგიანი მოსწავლეებისთვის. ამისათვის დამჭირდა მეტი ცოდნა და  გამოცდილების შეძენა, რაშიც დამეხმარება აღნიშნული ტრენინგი.  ის ვფიქრობ დროული და აუცილებელია ჩემი მომავალი საქმიანობისათვის,  ჩემი თვითგანვითარებისათვის.
 მე დღეს გავიგე რომ "ინტელი" გვთავაზობს უამრავ რესურსს, რომელსაც  ვერ ვიყენებდი, რადგან არ ვიცოდი მის შესახებ, ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და მასალები საინტერესოა და ვფიქრობ შევძლებ აქტიურად ჩავერთო და მაქსიმალურად გამოვიყენო  დრო საჭირო  ცოდნის და გამოცდილების მისაღებად

                                                                                                                      18.11. 2014 წელი