воскресенье, 7 декабря 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესოა ტრენინგის ბოლო დღე. ვისწავლე ჩემი საქაღალდის ლინკის სახით ატვირთვა ბლოგზე, ძალიან საინტერესოა ტრენინგის მონაწილეეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.
  ტრენინგით ძლიან კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ რომ ტრენიგზე ყოფნისას დრო ძალიან ეფეტურად გამოვიყენე. ჩემს მიერ მიღებულ ცოდნას ტრენინგზე აუცილებლად გაუზიარებ ჩემს თანამშრომლებს, კოლეგებს ურჩევ მათ გაიარონ ანალოგიური ტრენინგ კურსი რათა უფორ ეფექტური და მიმზიდველი გახადონ სკოლაში სწაავლების პროცესი, პროექტებით სწავლება საშუალებას მისცემს ყველა მოსწავლეს უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს საკითხი და გამოუმუშავდეთ ის უნარ-ჩვევები რომელიც აუცილებელია 21-ე საუკუნის ადამიანისთვის რათა ფეხი აუწყონ ცხოვრების სწრაფ რიტმს და მოახდინონ საკუთარი თავის სრულფასოვანი რეალიზება.
 დიდი მადლობა ქალბატონო შორენა ასეთი საინტერესო და ეფექტური ტრენინგისათვის, იმედი მაქვს კვლავ შევხვდებით.

 პატივისცემით
  

суббота, 6 декабря 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი ტრენინგი. ვისწავლეთ ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით. შევქმენით  კითხვარები .ვიმუშავეთ ბლოგზე. ძალიან მიხარია რომ ბლოგზეც იგრძნობა ახალი წლის მობრძანება.

пятница, 5 декабря 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  გავამზადეთ პროექტის შეფასების რუბრიკა. მოვამზადე მოსწავლის პრეზენტაციის პროექტის დამხმარე, რომლიც მოსწავლეს დაეხმარება პრეზენტაციის მომზადებაში. შევავსეთ დიფერენციალური სწავლების კითხვარი. გავეცანი ყველა მოსწავლის შესაძლებლობების მიხედვით პროექტში ჩართვის საშუალებებს.

среда, 3 декабря 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ შექმნილ პრეზენტაციაზე. გამოვყავით პრეზენტაციის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები სათაური, პრობლემა, მიზანი, პრობლემის გადაჭრის გზა, კვლევის შედეგი, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა. შექმნილი პრეზენტაციის ლინკი დავდეთ ბლოგზე.

მოსწავლის პრეზენტაცია
პირველი ჯგუფის პრეზენტაცია


понедельник, 1 декабря 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

   დღეს ტრენინგზე ვიმუშავეთ საავტორო უფლებების შესახებ, გავაკეთეთ პრაქტიკული სამუშაო, ინტერნეტიდან მოვიძიეთ ჩვენი პროექტისთვის საჭირო მასალა, მოძიებული მასალის მისამართის და სახელის ჩანაწერის მიხედვით შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი.
   ვისწავლეთ ლინკის დადება, ბლოგზე კომენტარების გაკეთება, ერთმანეთს  გაუზიარეთ საკუთარი შთაბეჭდილებები ბლოგზე განთავსებული მასალების შესახებ.

პროქტის ბულეტი

პროექტის ბულეტი